Go to top icon
ENG
ძიება:
ახალი ამბები
ანონსები
    მულტიმედია ცენტრი უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახური ბიბლიოთეკა

    სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი კსუ

    სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი მოიცავს სამ მიმართულებას, საერთაშორისო ურთიერთობების, ჟურნალისტიკისა და ინგლისური ენისა და ლიტერატურის საგანმანათლებლო პროგრამებს. ფაკულტეტზე ხორციელდება რვა საგანმანათლებლო პროგრამა:

    1. ჟურნალისტიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;
    2. საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;
    3. ინგლისური ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;
    4. საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
    5. გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა;
    6. მედიის კვლევები და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
    7. პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა;
    8. მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა.

    ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამა

    ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამა

    ჟურნალისტიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა გამორჩეულია პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლებით. სტუდენტებს საშუალება აქვთ, დაეუფლონ თანამედროვე ჟურნალისტიკის ყველა პრაქტიკულ თუ თეორიულ ასპექტს.

    მულტიმედია ცენტრში სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებად აქციონ და საკუთარი ძალები მოსინჯონ პრესაში, ტელევიზიაში, რადიოსა და ახალ მედიაში. სისტემატურად მონაწილეობენ პერიოდული გამოცემების, ბლოგების, რადიო და ტელეგადაცემების მომზადებაში. მულტიმედია ცენტრში ფუნქციონირებს თანამედროვე, უახლესი აპარატურით აღჭურვილი, რადიო და ტელეჟურნალისტიკის სასწავლო-შემოქმედებითი სტუდიები და სამონტაჟოები; კომპიუტერული კლასები;

    უნივერსიტეტში არსებული საუკეთესო ინფრასტრუქტურის მიუხედავად, ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, სასწავლებლის ფარგლებს გარეთ, სხვადასხვა მედიასაშუალებაში დაეუფლონ პრაქტიკულ უნარებს. კსუ-ს მემორანდუმები და ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს სამაუწყებლო, ბეჭდურსა და ელექტრონულ მედიაორგანიზაციებთან, მათ შორის, საზოგადოებრივ მაუწყებელთან, საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციასთან, საინფორმაციო სააგენტოებთან, ინტერნეტპორტალებსა და პრესასთან.

    ჩვენი კურსდამთავრებულები დასაქმებულნი არიან და წარმატებით მუშაობენ საქართველოს არაერთ წამყვან მედიასაშუალებაში.

    საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა

    საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა

    საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტთათვის საფუძვლიანი ცოდნის მიცემაზე თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების თეორიასა და პრაქტიკაში; უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე პროფესორ-მასწავლებლების დახმარებით სტუდენტები სწავლობენ პოლიტიკურ იდეოლოგიებსა და თეორიებს, დიპლომატიური და საკონსულო საქმიანობის სპეციფიკას, პოლიტიკური მოვლენების ანალიზს.

    საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის თავისებურებად უნდა ჩაითვალოს ის, რომ გარდა სავალდებულო თეორიული დისციპლინების სწავლებისა, აქცენტი პრაქტიკული კომპონენტის განხორციელება-გაძლიერებაზე არის გაკეთებული - პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ პრაქტიკას სტუდენტები გადიან როგორც უნივერსიტეტის მიერ დაფუძნებულ ცენტრებსა და ლაბორატორიებში, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო, საჯარო თუ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

    სტუდენტის არჩევანის შესაბამისად გათვალისწინებულია მეორე უცხო ენის სწავლება: პროგრამაში ჩართული პროფესორ-მასწავლებლების მაღალი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე, სტუდენტებს, სურვილის შემთხვევაში, საშუალება აქვთ, სასწავლო კურსების ნაწილი ინგლისურ ენაზე გაიარონ.

    ინგლისური ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა

    ინგლისური ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა გამორჩეულია ინოვაციური სასწავლო გეგმითა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, რომელიც, თავის მხრივ, აღჭურვილია ლინგაფონის მოწყობილობით. აღნიშნულ ინფრასტრუქტურასა და სასწავლო გეგმას, საქართველოს მასშტაბით, ანალოგი არ გააჩნია.

    პროგრამა შემუშავებულია მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალის მიერ, რომელიც უშუალოდ ჩართულია პროგრამის განხორციელების პროცესში. პროფესორ-მასწავლებლებს განათლება მიღებული აქვთ საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტებში.

    ინგლისური ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში. პროგრამის ხელმძღვანელი თანამშრომლობს ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთ კაროლინას უნივერსიტეტთან.

     

    საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა

    საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანს წარმოადგენს, მოამზადოს საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები, მკვლევრები და დიპლომატები, რომლებიც ფლობენ საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხების ღრმა თეორიულ ცოდნას, პოლიტიკური და უსაფრთხოების პრობლემების კვლევისა და ანალიზის მეთოდებსა და ამ პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის გზებს.

    პროგრამა, ამავდროულად, იძლევა საფუძვლიან ცოდნას კონფლიქტების მოგვარების, დიპლომატიური ურთიერთობებისა და რეგიონული პრობლემების საკითხებში.

    მედიის კვლევები და მულტიმედია სამაგისტრო პროგრამა

    მედიის კვლევები და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო პროგრამა

    მიმდინარე ეპოქის აქტუალურ ამოცანათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სწრაფად ცვალებად ციფრულ გარემოში, სადაც ცოდნა უმალ ძველდება, მულტიმედიური სისტემების გამოყენებით, არსებული დეფიციტის დაძლევაა. პროგრამის ფარგლებში მომზადებული სპეციალისტები ასეთ საჭიროებებს უზრუნველყოფენ.

    საქართველოშიც ინტერნეტტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ, სულ უფრო აქტუალური ხდება მულტიმედიური ჟურნალისტიკა, რომელიც აერთიანებს ტექსტურ, ფოტო, აუდიო, ვიდეო ჟურნალისტიკას და კონტენტს სხვადასხვა პლატფორმიდან ხელმისაწვდომს ხდის. სამაგისტრო პროგრამა გარკვეული მოცულობით შეავსებს ამ მიმართულებით კვალიფიციური სპეციალისტების მოთხოვნას შრომით ბაზარზე.

    მედიის მრავალფორმატულობა გამოწვევაა ქართული ჟურნალისტური საგანმანათლებლო სივრცისთვის. შესაბამისი ცოდნისა და უნარების სპეციალისტების მომზადება მნიშვნელოვანი იქნება თანამედროვე მედიაორგანიზაციების მუშაობის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

    აღნიშნული კონტექსტის გათვალისწინებით, ერთობ საშური საქმე იქნება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე, რომელსაც ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში გამორჩეული მულტიმედია ცენტრი აქვს, ახალი სამაგისტრო პროგრამის ამოქმედება. არსებული სამეცნიეროკვლევითი გარემო და ინფრასტრუქტურა მულტიმედიური ჟურნალისტიკის მკვლევართა და პრაქტიკოსების ახალი თაობების აღსაზრდებლად ყველა პირობას ქმნის.

    ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს: მათ დროის მოთხოვნების შესაბამისი მედიასპეციალისტები და მკვლევრები უნდა მოამზადონ; სამაგისტრო პროგრამის მომზადებაში ჩართული გამოცდილი პროფესორები და პრაქტიკოსი ჟურნალისტები კვალიფიციური კადრების მომზადების გარანტიაა. პროგრამა უზრუნველჰყოფს იმ მკვლევართა და პრაქტიკოსების თაობების აღზრდას, რომლებიც დემოკრატიული ღირებულებების დანერგვას, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას შეუწყობენ ხელს.

    პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამა

    პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამა

    პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია თანამედროვე პოლიტიკის აქტუალური პრობლემების მაღალკვალიფიციური მკვლევრების ჩამოყალიბება. თითოეული სტუდენტის ინდივიდუალური პოლიტიკური და მეცნიერული ინტერესების გათვალისწინებით მსმენელები სიღრმისეულად შეისწავლიან ეროვნული უსაფრთხოების პრობლემების, სახელმწიფო აღმშენებლობისა და დემოკრატიზაციის პრობლემების, კონფლიქტების მართვისა და რეგულაციის კვლევისა და ანალიზის მეთოდებს. დოქტორანტები ატარებენ თემატურ სემინარებს, მონაწილეობენ სამეცნიერო კვლევებში. პროგრამას უძღვებიან პოლიტიკის მეცნიერებებში საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე ექსპერტები.

    კსუ-ს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს გააჩნია შესაბამისი პოტენციალი, რათა მოამზადოს იმ სტანდარტების ჟურნალისტები და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები, რომლებიც არა მარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო შრომის ბაზარზე იქნებიან კონკურენტუნარიანები.


    ფაკულტეტის დებულება 


     

    კონტაქტი

    ადრესატი

    სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

    info.social@ciu.edu.ge

    თქვენი სახელი

    ელ-ფოსტა

    თემა

    შეტყობინება

    მეილი ვერ გაიგზავნა!
    მეილი წარმატებით გაიგზავნა.