ფაკულტეტის საბჭო არის კოლეგიური ორგანო, რომელიც განსაზღვრავს ფაკულტეტის საქმიანობის მიმართულებასა და პოლიტიკას. ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარეობს დეკანი. საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ფაკულტეტის დეკანი, ფაკულტეტზე არჩეული აკადემიური პერსონალი (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი ფაკულტეტზე.
ფაკულტეტის საბჭოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
- ფაკულტეტის სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შემუშავება;
- ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დაგეგმვა;
- სამეცნიერო კვლევების განხორციელების, სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო პროცესის ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით ყოველწლიური სამეცნიერო ანგარიშის მომზადება;
- მიმდინარე პროექტების, მათ შორის, საგრანტო პროექტების შესრულების მონიტორინგი;
- მომზადებული სამეცნიერო ლიტერატურის გამოცემასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის განხილვა;
- ფაკულტეტისათვის გამოყოფილი სახსრების სავარაუდო განაწილება და უნივერსიტეტის მართვის ორგანოებისათვის წარდგენა;
- ფაკულტეტზე დაგეგმილი ახალი საგანმანათლებლო პროგრამების, მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამებისა და სილაბუსებში განსახორციელებელი ცვლილებების განხილვა. საბჭოს დასკვნა და რეკომენდაცია წარედგინება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსსა და რექტორს;
- უნივერსიტეტის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენა;
ფაკულტეტის წინაშე მდგარი იმ სხვადასხვა მიმდინარე საკითხის განხილვა, რომლის გადაჭრის კომპეტენცია სცდება ჩვეულებრივ ყოველდღიურობას.