Go to top icon
ENG
ძიება:
ახალი ამბები
ანონსები
    მულტიმედია ცენტრი კარიერული განვითარების სამსახური ბიბლიოთეკა

    სამართლის ფაკულტეტი

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის წარმატების გარანტი საგანმანათლებლო პროგრამების მაღალი დონე, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიონალიზმია.

    ფაკულტეტზე ხორციელდება სამართლის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები. აღნიშნული პროგრამები აკრედიტებულია და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა სტანდარტს.

    თითოეული საგანმანათლებლო პროგრამა უზრუნველყოფს სტუდენტისათვის აუცილებელი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღებას და მაქსიმალურად მორგებულია მათ ინტერესებზე.

    სამართლის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები

    სასწავლო კომპონენტებთან ერთად, პრაქტიკულ და კვლევით კომპონენტებსაც მოიცავს, მაგალითად, იურიდიულ კლინიკას, რომელიც ხორციელდება თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და მოწინავე იურიდიულ კომპანიებში. სამართლის სადოქტორო პროგრამა ორიენტირებულია დოქტორანტის კვლევითი უნარების გამომუშავებასა და მეცნიერად ჩამოყალიბებაზე.

    ფაკულტეტის წარმატების ერთ-ერთი საწინდარი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ აღიარებული აკადემიური პერსონალია. საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობენ მაღალკვალიფიციური და მოწინავე პრაქტიკოსი იურისტები.

    გაცვლითი პროგრამები კავკასიის უნივერსიტეტში

    გაცვლითი პროგრამები

    უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტების მონაწილეობას სხვადასხვა გაცვლით პროგრამებში ცენტრალური ევროპის ქვეყნების სახელმწიფო უნივერსიტეტებში.

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი სტუდენტებს თანამედროვე სასწავლო მასალებითა და მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფს, რაც ხელს უწყობს მათ ცოდნის გაღრმავებაში. ფაკულტეტის საკუთარ ბიბლიოთეკაში თავმოყრილია საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული ყველა სავალდებულო და დამხმარე ლიტერატურა, სადაც სტუდენტს საშუალება ეძლევა ისარგებლოს სწავლისათვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებებით, საერთაშორისო საბიბლიოთეკო და ელექტრონული რესურსებით, რომელიც შეიცავს ინგლისურენოვანი იურიდიული პუბლიკაციებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების სრულ ტექსტებს და გამოიყენოს ელექტრონული საკანონმდებლო მონაცემთა ბაზა „Codex”.

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

    პრაქტიკული კომპონენტის განხორციელების მიზნით უნივერსიტეტში არსებული იმიტირებული სასამართლო პროცესებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზებში სტუდენტთა მონაწილეობით იმართება ყველა საპროცესო სასწავლო კურსის ფარგლებში გათვალისწინებული იმიტირებული სასამართლო პროცესები.


    ფაკულტეტის დებულება 


     

    კონტაქტი

    ადრესატი

    სამართლის ფაკულტეტი

    info.law@ciu.edu.ge

    თქვენი სახელი

    ელ-ფოსტა

    თემა

    შეტყობინება

    მეილი ვერ გაიგზავნა!
    მეილი წარმატებით გაიგზავნა.