იურიდიული კლინიკის ამოცანები და ფუნქციები
• იურიდიული კლინიკის ამოცანაა სტუდენტებს შეასწავლოს ადვოკატის უნარ-ჩვევები და გამოუმუშავოს იურიდიული აზროვნების უნარი. სტუენტს პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებით ჩამოუყალიბოს სოციალური პასუხისმგებლობა;
• იურიდიული კლინიკის პროგრამის მიზანია იურიდიულ სფეროში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება. პროგრამა სამართლის სწავლების სფეროში უზრუნველყოფს ანალიზის, კვლევის და ინტელექტუალური უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობას;
• იურიდიული კლინიკის პროგრამა უზრუნველყოფს პრაქტიკული და ადვოკატის უნარ-ჩვევების შესწავლასა და გამოყენებას, იურიდიული აზროვნების გამომუშავებას;
• სტუდენტი იურიდიული კლინიკის ფარგლებში შეისწავლის იურიდიულ კლინიკის პროგრამით განსაზღვრულ პრაქტიკულ კურსებს, რომელიც უყალიბებს მას პროფესიულ, პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს;
• იურიდიული კლინიკის პროგრამა ორიენტირებულია კონკრეტული, რეალური საქმეების განხილვაზე. თეორიული მომზადების შემდეგ სტუდენტები დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის ვალდებულნი არიან მოემსახურონ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს და სხვა დაინტერესებულ პირებს, გაუწიონ უსასყიდლო კონსულტაცია, წამომადგენლობა და სხვა სახის იურიდიული დახმარება კვალიფიცირებული ადვოკატებისა და პედაგოგების დახმარებით;
• იურიდიული კლინიკის პროგრამა მომსახურებას უწევს მოსახლეობას, მათ შორის არასრულწლოვნებს, უცხოელ სტუდენტებს, მიგრანტებს, ლტოლვილებს, დევნილებს, პაციენტებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მათი ოჯახის წევრებს და სხვა ჯგუფებს;
• იურიდიული კლინიკის პროგრამა ამყარებს საქმიან კონტაქტებს სხვადასხვა ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უმაღლეს სასწავლებლებთან და სამთავრობო სტრუქტურებთან;
• იურიდიული კლინიკის პროგრამის ფარგლებში მომსახურეობის გაწევის დროს სრულად არის დაცული კონფიდენციალიური ინფორმაცია საქმის გარემოებებისა და პირობების მონაცემების შესახებ. კონდიფენციალური ინფორმაცია დაცულია, როგორც სტუდენტების, ასევე პედაგოგებისა და ადვოკატების მხრიდან;
• იურიდიულ კლინიკის პროგრამაში საქმის წარმოება მიმდინარეობს სპეციალურად შემუშავებული ფორმების მეშვეობით (იხ.დანართი #2).სტუდენტებს ეკრძალებათ ხელმძღვანელების გარეშე გასცენ იურიდიული კონსულტაციები.
ადრესატი
info.law@ciu.edu.ge
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება