ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო არის სადოქტორო პროგრამის განმახორციელებელი კოლეგიური ორგანო, რომელიც შედგება, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე, ფაკულტეტის ყველა პროფესორისა და ასოცირებული პროფესორისაგან.
ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო:
- იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებისა და სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელ(ებ)ის დამტკიცების შესახებ;
- განიხილავს და ღია კენჭისყრით ამტკიცებს სადისერტაციო თემების ნუსხას;
- იღებს გადაწყვეტილებას დოქტორანტის სადისერტაციო თემის იმავე სადოქტორო პროგრამის ფარგლებში შეცვლის შესახებ;
- იღებს გადაწყვეტილებას დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელის შეცვლის შესახებ;
- იღებს გადაწყვეტილებას წინასწარი შემფასებლების (რეცენზენტების) დანიშვნის შესახებ;
- იღებს გადაწყვეტილებას სადისერტაციო ნაშრომის დაცვის თარიღისა და კოლეგიის შემადგენლობის (მათ შორის, კოლეგიის თავმჯდომარის) შესახებ;
- ახორციელებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილებებითა და დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
სამართლის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო
საბჭოს თავმჯდომარე - მინდია უგრეხელიძე
საბჭოს მდივანი - ალექსანდრე გიორგიძე