Go to top icon
ENG
ძიება:
ახალი ამბები
ანონსები
    მულტიმედია ცენტრი უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახური ბიბლიოთეკა

    რა არის დოქტორანტურა?

    დოქტორანტურა არის საქართველოს უმაღლესი განათლების მესამე საფეხური და მოიცავს როგორც სასწავლო, ასევე სამეცნიერო-კვლევით კომპონენტებს.

    რა ძირითად მიზანს ემსახურება დოქტორანტურა?

    სადოქტორო პროგრამის ძირითადი მიზანია სამეცნიერო-პედაგოგიური კადრის მომზადება.

    ვის შუძლია დოქტორანტურაში სწავლა?

    სადოქტორო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს მაგისტრს ან მასთან გათანაბრებულ აკადემიური ხარისხის მქონე პირს.

    როგორია დოქტორანტურაზე ჩარიცხვის, სწავლისა და დასრულების პროცედურა?

    • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა - ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი( Toefl, IELTS, FCE, CAE); სერტიფიკატის წარდგენისგან თავისუფლდება კონკურსანტი, რომელსაც საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამა გავლილი აქვს ინგლისურ ენაზე. კონკურსანტი, რომელიც ვერ წარმოადგენს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს, ვალდებულია, ინგლისურში გამოცდა ჩააბაროს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ენების ცენტრში;
    • შესაბამის სფეროში წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
    • კვლევითი პროექტის წარდგენა - გასაუბრების წარმატებით გავლა დარგობრივ კომისიასთან.

    სადოქტორო საფეხურზე სწავლა 3 წლის განმავლობაში გრძელდება და მოიცავს სასწავლო და კვლევით კომპონენტებს, ასევე, მინიმალური სტანდარტის შესრულებას, რომელიც გულისხმობს დისერტაციაზე მუშაობის პროცესში მიმდინარე კვლევის შედეგების გამოქვეყნებას სამეცნიერო სტატიების სახით მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში, ასევე, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობას.

    დოქტორანტურა სრულდება ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს მიერ დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებით, დოქტორანტის მიერ კონკრეტულ სპეციალობაში სადისერტაციო ნაშრომის დაცვის საფუძველზე.

    რატომ არის მნიშვნელოვანი დოქტორის აკადემიური ხარისხი?

    დოქტორის აკადემიური ხარისხი უმაღლესი აკადემიური ხარისხია, რომელიც პირს საშუალებას აძლევს, უმაღლეს სასწავლებელში დაიკავოს პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობები, ასევე, საქმიანობა გააგრძელოს მისთვის სასურველ სხვა პოზიციაზე, სადაც აუცილებელი მოთხოვნაა დოქტორის ხარისხი.

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამები:

     - სამართალი;

     - პოლიტიკის მეცნიერება;

     - ბიზნესის ადმინისტრირება;

     - მასობრივი კომუნიკაცია;

    - მევენახეობა და მეღვინეობა.