ადმინისტრაციული საბჭო არის კოლეგიური სათათბირო ორგანო, რომლის მიზანია უნივერსიტეტის სტრატეგიული მიმართულებების ჩამოყალიბება, განხორციელება და კონტროლი.
ფუნქციები:
ა) უნივერსიტეტის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის შემუშავება, დამტკიცება, განხორციელების კონტროლი და კორექტივების შეტანა;
ბ) უნივერსიტეტისა და ბიზნესსექტორის თანამშრომლობისა და ფონდების მოზიდვის შესაძლებლობების განხილვა;
გ) სასწავლო და სამეცნიერო მიმართულებით დაგეგმილი და მიმდინარე ინოვაციური პროგრამების და პროექტების განხორციელების შესაძლებლობების და ფინანსური უზრუნველყოფის მექანიზმების განხილვა;
დ) განიხილავს უნივერსიტეტის მიმდინარე საკითხებს, რომელიც გამომდინარეობს უნივერსიტეტის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმებიდან და უკავშირდება უნივერსიტეტის განვითარებას.
ადმინისტრაციული საბჭოს შემადგენლობაში შედიან:
ა) კანცლერი;
ბ) რექტორი;
გ) რექტორის მოადგილეები;
დ) კანცლერისა და რექტორის მრჩევლები;
ე) ყველა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
ადმინისტრაციულ საბჭოს თავმჯდომარეობს კანცლერი. ადმინისტრაციული საბჭო იკრიბება წელიწადში მინიმუმ ერთხელ. ადმინისტრაციული საბჭოს მოწვევა ხდება კანცლერის მიერ საჭიროების გათვალისწინებით და მათ წინადადებებს/რეკომენდაციებს აქვს საკონსულტაციო ხასიათი.