კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტი 1995 წლიდან ფუნქციონირებს და დღემდე მრავალი წარმატებული, მაღალკვალიფიციური კურსდამთავრებული ჰყავს.
კსუ არის სამედიცინო სკოლების მსოფლიო ცნობარის წევრი (სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაცია (WFME) და საერთაშორისო სამედიცინო განათლებისა და კვლევის განვითარების ფონდი (FAIMER)).
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2016 წელს ინდოეთის სამედიცინო საბჭომ (MCI) აღიარებული უცხოური უმაღლესი სასწავლებლების სიაში შეიყვანა, ხოლო 2018 წელს გაწევრიანდა სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციაში - „AMEE“.
ფაკულტეტზე ფუნქციონირებს შემდეგი აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები:
22.06.2020 წელს თერაპიული სტომატოლოგიის სარეზიდენტო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა, საქართველოსოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისდა სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების აკრედიტაციის საბჭოს სხდომის გადაწყვეტილება N4.
თითოეული საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს საბაზისო და კლინიკური დისციპლინების სწავლებას. ამ მიზნით, უნივერსიტეტში ფუნქციონირებს: საბაზისო დისციპლინების სასწავლო ლაბორატორიები: უახლესი ანატომიური მოდელებითა და მულაჟებით აღჭურვილი ანატომიის კაბინეტი, ბიოქიმიური სასწავლო ლაბორატორია, ნეირომეცნიერებათა და გამოყენებითი ფიზიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, ასევე მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სახის ექსპერიმენტებში, რომლებიც ტარდება ივანე ბერიტაშვილის სახელობის ,,სიცოცხლის შემსწავლელ ცენტრში“.
თანამედროვე ინფრასტრუქტურა, თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა შესანიშნავ სასწავლო გარემოს უქმნის ლექტორებსა და სტუდენტებს.
პრაქტიკული მეცადინეობები კლინიკურ დისციპლინებში მიმდინარეობს საქართველოს წამყვან კლინიკებსა და სამედიცინო დაწესებულებებში, რაც წარმატებულ სტუდენტებს რეალურ დასაქმებაში უწყობთ ხელს.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ანატომიური თეატრი და კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი, რომელიც აღჭურვილია უახლესი სასწავლო-სამედიცინო ტექნოლოგიებით – თანამედროვე კომპიუტერული და ურთულესი მაღალტექნოლოგიური სასწავლო აპარატურით, საერთაშორისო კორპორაცია “3B Scientific”-ის მიერ წარმოებული უახლესი სამედიცინო სიმულატორებითა და მანეკენებით. აღნიშნული კორპორაცია წარმოადგენს ანატომიურ და სამედიცინო-ბიოლოგიურ თვალსაჩინოებათა წარმოების მსოფლიო ლიდერს (ჰამბურგი, გერმანია). სამედიცინო სიმულატორები ახდენენ რეალური პაციენტის იმიტაციას, რაც სტუდენტის კლინიკური და კომუნიკაციური უნარების ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს. კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის მიზანია გამოუმუშავოს მომავალ ექიმებს თანამედროვე სამედიცინო განათლების საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი პრაქტიკული კლინიკური უნარები. სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა აითვისონ საბაზისო კლინიკური, გადაუდებელი, სამეანო-გინეკოლოგიური, რეანიმაციული, თერაპიული და ქირურგიული პრაქტიკული უნარები. კსუ-ს კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მაღალპროფესიული სამედიცინო კადრების აღზრდა-ჩამოყალიბების საქმეში.
სტომატოლოგიის პროგრამის ფარგლებში, უნივერსიტეტში ფუნქციონირებს საფანტომო სწავლების კაბინეტები და საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკა, სადაც სტუდენტებს პაციენტებთან უშუალო ურთიერთობის შესაძლებლობა სწავლების ადრეული ეტაპიდან აქვთ.
ფაკულტეტზე სწავლება მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სტუდენტებისათვის არსებობს ყველა პირობა ხარისხიანი ცოდნის მისაღებად და სტუდენტური ცხოვრების საინტერესოდ გასატარებლად. სასწავლო კურსებს უძღვებიან: მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი და მოწვეული პროფესორები.
უნივერსიტეტში ყოველ წელს ტარდება სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულნი.
ჩვენი უნივერსიტეტი სულ უფრო მიმზიდველი ხდება უცხოელი აბიტურიენტებისა და სტუდენტებისათვის. ამჟამად ფაკულტეტზე სწავლობს საფრანგეთის, პოლონეთის, პორტუგალიის, უკრაინის, აზერბაიჯანის, ირანის, ერაყის, თურქეთის, სირიის, მაროკოს, ნიგერიის, ეგვიპტის, ინდოეთის, იზრაელის, დიდი ბრიტანეთის 700-ზე მეტი მოქალაქე. მათი რიცხვი ყოველ სემესტრში მნიშვნელოვნად იზრდება.
უახლოეს მომავალში იგეგმება მულტიპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა.
ადრესატი
info.medgeo@ciu.edu.ge; info.medicine@ciu.edu.ge
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება