Go to top icon
ENG
ძიება:
ახალი ამბები
ანონსები
    მულტიმედია ცენტრი კარიერული განვითარების სამსახური ბიბლიოთეკა

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბაზისო სტომატოლოგიური კლინიკებისა და საფანტომო კაბინეტების აღწერილობა

    უნივერსიტეტში, მედიცინის ფაკულტეტზე, სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, ფუნქციონირებს რეზიდენტებისა და სტუდენტებისათვის განკუთვნილი, თანამედროვე აპარატურითა და მასალებით აღჭურვილი, ორი საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკა. 7 თანამედროვე დენტალური სავარძელი, ტექნიკური აღჭურვილობა (ვიზიოგრაფი, სკალერის აპარატი, Air-Flow სისტემა, ფოტოპოლიმერიზატორები), უახლესი კომპოზიციური და ფესვის არხის საბჟენი მასალები და ინსტრუმენტები რეზიდენტებს საშუალებას აძლევს მიიღონ პაციენტთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად, განაპირობებს პაციენტებთან ურთიერთობის, მათი უახლესი მეთოდებით გამოკვლევისა და სტომატოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირების შესაძლებლობას, სხვადასხვა სამკურნალო მანიპულაციების ტრადიციული და ახალი ტექნოლოგიებით ჩატარების პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისებასა და რეზიდენტების, როგორც პრაქტიკოსი ექიმების, ჩამოყალიბებას, ხოლო სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ სტომატოლოგიური დანადგარის ფუნქციონირებას, მისი სამუშაო ნაწილების სათანადოდ გამოყენებას, ექიმისა და პაციენტის სწორი პოზიციის შერჩევასა და მის კლინიკურ მნიშვნელობას სხვადასხვა სტომატოლოგიური მანიპულაციების ჩატარებისას, ექიმის პრაქტიკულ საქმიანობასთან დაკავშირებული ტექნიკური მხარეებისა და დეტალების პაციენტზე იმიტაციის გზით.

    საფანტომო სწავლების კაბინეტები

    უნივერსიტეტში ფუნქციონირებს საფანტომო სწავლების კაბინეტები აღჭურვილი უახლესი მულაჟებითა და ფანტომებით, პორტატული ელექტრული ბუნიკებით, სადაც შესაძლებელია სტომატოლოგიის პროგრამის განხორციელების პროცესში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული რეალიზება. სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა, გაეცნოს კარიესული ღრუების პრეპარირებისა და დაბჟენის უახლეს ტექნოლოგიებსა და მეთოდიკას, თანამედროვე საბჟენი მასალების გამოყენების თავისებურებებს, სტომატოლოგიური მანიპულაციების ჩატარების თანმიმდევრობას და პრაქტიკულად გაიაზროს მასში ყველა საჭირო ინსტრუმენტისა და საშუალების სწორად გამოყენების მნიშვნელობა, პედაგოგის დახმარებით სტუდენტი ასრულებს მარტივ მანიპულაციებს ფანტომებზე. კერძოდ, კბილის მაგარი ქსოვილების პრეპარირების ძირითადი მეთოდებისა და ეტაპების დემონსტრირებას; კორონალური და ინტრარადიკულური პრეპარირების ეტაპების დემონსტრირებას; ადეკვატური ანესთეზიის ჩატარების დემონსტრირებას; შედეგად სტუდენტს აქვს შესაძლებლობა დაეუფლოს თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას სტომატოლოგიის პროგრამის ფარგლებში სწავლების ადრეული ეტაპიდან.

     

     

    კონტაქტი

    ადრესატი

    მედიცინის ფაკულტეტი

    info.medgeo@ciu.edu.ge; info.medicine@ciu.edu.ge

    თქვენი სახელი

    ელ-ფოსტა

    თემა

    შეტყობინება

    მეილი ვერ გაიგზავნა!
    მეილი წარმატებით გაიგზავნა.