ფაკულტეტის საბჭო არის კოლეგიური ორგანო, რომელიც განსაზღვრავს ფაკულტეტის საქმიანობის მიმართულებასა და პოლიტიკას. ფაკულტეტის საბჭოს თავჯმდომარეობს დეკანი. საბჭოს შემადგენლობაში შედიან ფაკულტეტის დეკანი, ფაკულტეტზე არჩეული აკადემიური პერსონალი (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი ფაკულტეტზე.
შეიმუშავებს ფაკულტეტის სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;
ადგენს ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გეგმას;
სამეცნიერო კვლევების განხორციელების, სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო პროცესის ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით ამზადებს ყოველწლიურ სამეცნიერო ანგარიშს;
ახორციელებს მიმდინარე პროექტების, მათ შორის, საგრანტო პროექტების შესრულების მონიტორინგს;
განიხილავს მომზადებული სამეცნიერო ლიტერატურის გამოცემასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს;
ახდენს ფაკულტეტისათვის გამოყოფილი სახსრების სავარაუდო განაწილებას და წარუდგენს უნივერსიტეტის მართვის ორგანოებს;
განიხილავს ფაკულტეტზე დაგეგმილ ახალ საგანმანათლებლო პროგრამებს, მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამებსა და სილაბუსებში განსახორციელებელ ცვლილებებს. საბჭოს დასკვნა და რეკომენდაცია წარედგინება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსსა და რექტორს;
წარადგენს წინადადებებსა და რეკომენდაციებს უნივერსიტეტის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში;
განიხილავს ფაკულტეტის წინაშე მდგარ სხვადასხვა მიმდინარე საკითხს, რომლის გადაჭრის კომპეტენცია სცდება ჩვეულებრივ ყოველდღიურობას.
ადრესატი
info.medgeo@ciu.edu.ge; info.medicine@ciu.edu.ge
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება