კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ფუნქციონირებს კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი, რომელიც აღჭურვილია უახლესი სასწავლო-სამედიცინო ტექნოლოგიებით, როგორებიცაა: "Gaumard", "Nasco Life/Form", "Limb and Things", "Laerdal" და "3B Scientific"-ის მიერ წარმოებული უახლესი სამედიცინო სიმულატორებით და მანეკენებით.
სამედიცინო სიმულატორები ახდენენ რეალური პაციენტის იმიტაციას, რაც სტუდენტის კლინიკური და კომუნიკაციური უნარების ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს. კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის მიზანია გამოუმუშაოს მომავალ ექიმებს თანამედროვე სამედიცინო განათლების საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი პრაქტიკული კლინიკური უნარები. სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა აითვისონ საბაზისო კლინიკური, გადაუდებელი, სამეანო-გინეკოლოგიური, რეანიმაციული, თერაპიული და ქირურგიული პრაქტიკული უნარები.
2022 წლიდან ცენტრი ევროპის სიმულაციური ცენტრების ასოციაციის „SESAM” წევრია, რაც დასტურია იმისა, რომ აკმაყოფილებს ყველა იმ სტანდარტს, რომელიც მედიცინის თანამედროვე სწავლებასა და შეფასების მეთოდებს მოიცავს.
ეკა ყიფიანი
მედიცინის ფაკულტეტის კლინიკური უნარჩვევების ცენტრის ხელმძღვანელი
ელფოსტა: ekaterine.kipiani@ciu.edu.ge
ადრესატი
info.medgeo@ciu.edu.ge; info.medicine@ciu.edu.ge
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება