ენების ცენტრის ფუნქციები:
ა) სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე მისაღები წერითი გამოცდების ორგანიზება ინგლისურ ენაში;
ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე სტუდენტებისათვის ენის კომპეტენციის განმსაზღვრელი გამოცდების ორგანიზება და მათთვის მოსამზადებელი კურსის უზრუნველყოფა;
გ) საერთაშორისო გამოცდებისათვის მოსამზადებელი კურსების ორგანიზება: FCE, CAE, TOEFL, IELTS;
დ) უცხო ენების შემსწავლელი კურსების ორგანიზება ყველა დაინტერესებული პირისთვის;
ე) პედაგოგებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსებისა და სამუშაო შეხვედრების (workshop) ორგანიზება;
ვ) საუნივერსიტეტო სავალდებულო კურსის - ზოგადი ინგლისურის საგამოცდო ტესტების მომზადება;
ზ) სხვადასხვა სახის დოკუნეტაციის თარგმანის უზრუნველყოფა.