Go to top icon
ENG
ძიება:
ახალი ამბები
ანონსები
    მულტიმედია ცენტრი უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახური ბიბლიოთეკა

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბაზისო სტომატოლოგიური კლინიკებისა და საფანტომო კაბინეტების აღწერილობა

     

    სტომატოლოგიური კლინიკები

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, მედიცინის ფაკულტეტზე, სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, ფუნქციონირებს რეზიდენტებისა და სტუდენტებისათვის განკუთვნილი, თანამედროვე აპარატურითა და მასალებით აღჭურვილი, ორი საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკა.

    13 თანამედროვე დენტალური სავარძელი, ტექნიკური აღჭურვილობა (ვიზიოგრაფი, სკალერის აპარატი, Air-flow სისტემა, ფოტოპოლიმერიზატორები), უახლესი საბჟენი მასალები და ინსტრუმენტები სტუდენტებს და რეზიდენტებს საშუალებას აძლევს მიიღონ პაციენტთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად, ხელს უწობს სტომატოლოგისთვის აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისებასა და რეზიდენტების, როგორც პრაქტიკოსი ექიმების ჩამოყალიბებას.

    სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა გაეცნონ სტომატოლოგიური დანადგარის ფუნქციონირებას, მისი სამუშაო ნაწილების სათანადოდ გამოყენებას, პაციენტებთან კომუნიკაციის ასპექტებს და ეთიკურ ნორმებს, პაციენტის სწორი პოზიციის შერჩევასა და მის კლინიკურ მნიშვნელობას სხვადასხვა სტომატოლოგიური მანიპულაციების ჩატარებისას, მოახდინონ პაციენტის გამოკვლევა და სხვადასხვა სტომატოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირება, განახორციელონ სამკურნალო მანიპულაციები ექიმის/პროფესორის მეთვალყურეობის ქვეშ.

     

    საფანტომო სწავლების კაბინეტები

    უნივერსიტეტში ფუნქციონირებს საფანტომო სწავლების კაბინეტები მულაჟებითა აღჭურვილი 5 სტომატოლოგიური სავარძლით, პორტატული ელექტრული ბუნიკებით, სხვადასხვა ტიპის ფანტომებით, სადაც შესაძლებელია სტომატოლოგიის პროგრამის განხორციელების პროცესში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული რეალიზება.

    სტუდენტს აქვს შესაძლებლობა დაეუფლოს თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას სტომატოლოგიის პროგრამის ფარგლებში სწავლების ადრეული ეტაპიდან.

    სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა, გაეცნოს კარიესული ღრუების პრეპარირებისა და დაბჟენის უახლეს ტექნოლოგიებსა და მეთოდიკას, თანამედროვე საბჟენი მასალების გამოყენების თავისებურებებს, სტომატოლოგიური მანიპულაციების ჩატარების თანმიმდევრობას და პრაქტიკულად გაიაზროს მასში ყველა საჭირო ინსტრუმენტისა და საშუალების სწორად გამოყენების მნიშვნელობა.

     


     

     

    კონტაქტი

    ადრესატი

    მედიცინის ფაკულტეტი

    info.medgeo@ciu.edu.ge; info.medicine@ciu.edu.ge

    თქვენი სახელი

    ელ-ფოსტა

    თემა

    შეტყობინება

    მეილი ვერ გაიგზავნა!
    მეილი წარმატებით გაიგზავნა.