2023 წლის 20 ივლისს, 15:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 412 -ე აუდიტორიაში შედგება ბიზნეს ადმინისტრირების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ სოფიკო ღვინიანიძის დისერტაციის "მმართველობითი სისტემის განვითარება ფარმაცევტულ ბიზნესში" საჯარო დაცვა.
სამეცნიერო ხელმძღვანელი: მანანა მარიდაშვილი - ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი.
ოფიციალური რეცენზენტები:
1. ეკატერინე გულუა - ეკონომიკის დოქტორი, მენეჯმენტის და ადმინისტრირების კათედრის ასისტენტ - პროფესორი, ადამიანური პოტენციალის მართვის ლაბორატორიის დამფუძნებელი და მენეჯერი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
2. მამუკა თორია - ეკონომიკის დოქტორი, მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, აფილირებული ასოცირებული პროფესორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი.
იხილეთ სოფიკო ღვინიანიძის ავტორეფერატი
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება