18-22 დეკემბერს საბერძნეთის დედაქალაქ ათენში გაიმართა მე-18 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გლობალურ მეცნიერებებში. კონფერენციის ორგანიზატორია ათენის ინსტიტუტი და "მეცნიერთა და მკვლევართა მსოფლიო ასოციაცია", რომელიც აერთიანებს 40-მდე ქვეყნის 2000 მეცნიერს. კონფერენციაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით და მხარდაჭერით მონაწილეობა მიიღო რექტორის მრჩეველმა, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ლექტორმა გიორგი ფარეშიშვილმა, რომელმაც წარადგინა მოხსენება და მიმოიხილა "ისტორიული რელიგიების თანამედროვე მდგომარეობა საქართველოში".
აღსანიშნავია, რომ მოხსენებამ დიდი დაინტერესება გამოიწვია და ათენის ინსტიტუტის მიერ გამოითქვა სურვილი და მზაობა, ნაშრომის ბერძნულად თარგმნისა და საბერძნეთის პრესტიჟულ სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებისა. გიორგი ფარეშიშვილი, ასევე, შეხვდა ათენის ინსტიტუტის პრეზიდენტს პროფესორ გრეგორი პაპანიკოსს (Gregory T. Papanikos), რომელმაც გამოხატა შემდგომი თანამშრომლობის სურვილი და რექტორის მრჩეველი მიიწვია 2025 წლისს 26-29 მაისს დაგეგმილ სამეცნიერო სიმპოზიუმზე, რომელიც რელიგიებისა და თეოლოგიის საკითხებს შეეხება. საერთაშორისო კონფერენციაში 25 ქვეყნის 70-მდე მეცნიერი მონაწილეობდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება