საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობის, ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებისა და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებებით საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტები გამოავლინა. წელს საგრანტო კონკურსში სულ 8 პროექტმა გაიმარჯვა.
გამარჯვებულ პროექტებს შორისაა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერის მრჩევლის, პროფესორ ზვიად გაბისონიას პროექტი - „ხელოვნური ინტელექტი და ტექნოლოგიების სამართალი“ - ციფრული სასწავლო კურსის შემუშავება და დანერგვა იუსტიციის სამინისტროს პორტალ eacademy.tcj.gov.ge-ზე“.
გარდა ამ პროექტისა, დაგეგმილია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრს შორის ინტენსიური თანამშრომლობა იუსტიციის სამინისტროს ციფრული აკადემიის ელექტრონული პორტალის განსავითარებლად, რაც ხელს შეუწყობს იუსტიციის სისტემაში სამართლის ტექნოლოგიების დანერგვას.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება