18 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ოთარ სომხიშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა თემაზე: „ლობიზმის როლი სადაზვერვო საქმიანობაში“.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელია ისტორიის დოქტორი, პროფესიული უსაფრთხოების დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დავით კუხალაშვილი, ოფიციალური რეცენზენტები კი პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი თამარ კიკნაძე და საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ნოშრევან ოქროპირიძე.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ოთარ სომხიშვილს პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება