15 აპრილს, პოლონეთის ქალაქ პოცკში, მაზოვის უნივერსიტეტში, გაიმართა XIV საერთაშორისო სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია, რომელშიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტებმა - მარიამ ვეკუამ და თათია კოკობინაძემ - კონფერენციაზე წარადგინეს სამეცნიერო ნაშრომი თემაზე: „კონფლიქტის გენეტიკა ქართულ პრესაში: აფხაზეთის კონფლიქტის მაგალითზე“. მათთან ერთად კონფერენციას ესწრებოდა ამავე ფაკულტეტის სტუდენტი მარიამ სულაქველიძე.
სტუდენტთა სამეცნიერო ხელმძღვანელი გახლდათ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ნინო მინდიაშვილი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება