5 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე: „საქართველოს პირველი რესპუბლიკის სათავეებთან - აქტუალური კონსტიტუციური განვითარების გათვალისწინებით“.
კონფერენცია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს და ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 180 წლისთავს მიეძღვნა.
ღონისძიება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დეკანმა, გიორგი ხატიძემ გახსნა, რომელიც დამსწრე აუდიტორიას მიესალმა და კონფერენციის თემატიკის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
კონფერენციაზე „საქართველოს პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობის“ შესახებ მოხსენებით წარდგა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში, გოჩა ჯავახიშვილი. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველმა, ნიკო ნიკოლაძის საზოგადოების თავმჯდომარემ, გიორგი ფარეშიშვილმა წარადგინა მოხსენება „ნიკო ნიკოლაძე - პირველი რესპუბლიკის სათავეებთან“. „აშშ-ის კონსტიტუციის პოლიტიკური მემკვიდრეობის“ შესახებ ისაუბრა ჰამლაინის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორმა, დევიდ შულცმა, ხოლო აუდიტორიის წინაშე თემით - „რეფერენდუმიდან საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენამდე (1991 წელი, 31 მარტი-9 აპრილი)“ - წარდგა კავკასიის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, გიგი გიოშვილი.
საკონფერენციო მოხსენები გააკეთეს მოსამართლე ლევან დარბაიძემ თემაზე: „მოსამართლის როლი თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში“, პროფესორმა ზურაბ მაჭარაძემ თემაზე: „სახელმწიფოს მეთაურის სტატუსი - წარსული და თანამედროვე status quo“, ასოცირებულმა პროფესორმა სოფიო დემეტრაშვილმა და CIU-ს დოქტორანტმა ლია ნახუცრიშვილმა თემაზე: „ბიკამერალიზმის პერსპექტივები საქართველოში“, CIU-ს დოქტორანტმა სოფიო ქურასბედიანმა თემაზე: „უმაღლესი საგანმანათლებლო საღვთისმეტყველო დაწესებულებების მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების სპეციფიკა“ და ასოცირებულმა პროფესორმა ბექა ქანთარიამ თემაზე: „საკონსტიტუციო იდეები და პროცესები ქართულ პუბლიცისტიკაში (1819-1900)“.
სამეცნიერო კონფერენციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება