31 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „ყაზახეთ-საქართველოს ეკონომიკური პარტნიორობის მოდალობა და ორმხრივი გეოეკონომიკური თანამშრომლობა“.
ლექციას უძღვებოდა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული საჯარო მმართველობის აკადემიის, დიპლომატიის ინსტიტუტის წარმომადგენელი, ჟანდოზ ასკაროვი.
მომხსენებელმა ლექციის ფარგლებში მიმოიხილა ყაზახეთის რესპუბლიკის ისტორია და თანამედროვე პოლიტიკა, ყაზახეთ-საქართველოს პოლიტიკური ურთიერთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები, ასევე ყაზახეთისა და საქართველოს ეკონომიკის შედარებითი ანალიზი და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი.
ჟანდოზ ასკაროვმა ხაზი გაუსვა საქართველო-ყაზახეთის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსა და შესაძლებლობებს, სადაც იგი შეეხო ისეთ საკითხებს როგორებიცაა: გაძლიერებული სავაჭრო ურთიერთობები; ენერგეტიკული თანამშრომლობა; ტრანსპორტი და ლოჯისტიკა; ტურიზმი; სასოფლო-სამეურნეო თანამშრომლობა; განათლება და კვლევა; ფინანსური თანამშრომლობა; ტრანსსასაზღვრო ინვესტიციები; რეგიონული ინტეგრაცია; მდგრადი განვითარება და მწვანე ტექნოლოგიები, ლექციის მეორე ნაწილი კი კითხვა-პასუხისა და აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.
საჯარო ლექცია CIU-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ვახტანგ მაისაიამ გახსნა, ლექციის მსვლელობაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა CIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ალიკა გუჩუა.
ლექციას სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ეკატერინე ჭალაგანიძე, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება