20 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და მიშკოლცის უნივერსიტეტის (უნგრეთი) ერთობლივი სასერტიფიკატო კურსის - ,,დასაქმებულთა დაცვა ევროკავშირში“ - მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
ღონისძიების დასაწყისში მონაწილეებს სიტყვით მიმართეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ხატიძემ და სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკატერინე ჭალაგანიძემ.
სასერტიფიკატო კურსში მონაწილეობა მიიღეს სამართლის, ბიზნესისა და მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამების დოქტორანტებმა. აღნიშნულ კურსს უძღვებოდა მიშკოლცის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი ნორა იაკობი, რომელიც, ამავდროულად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია.
ერთობლივი სასერტიფიკატო კურსი სამართლის ფაკულტეტის ინიციატივითა და დოქტორანტურის სამსახურის ორგანიზებით განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ სასწავლო კურსში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლემა.
მიშკოლცის უნივერსიტეტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პარტნიორია, ორი უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში კი უკვე არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტი განხორციელდ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება