31 მაისს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტმა ვინიპეგის უნივერსიტეტის (კანადა) ბიზნესის კათედრის მარკეტინგისა და საერთაშორისო ბიზნესის მიმართულების პროფესორს, ბიზნესისა და განვითარებადი ბაზრების აკადემიის აღმასრულებელ დირექტორს და Journal of the Academy of Business and Emerging Markets-ის მთავარ რედაქტორს, სატიენდრა სინგს უმასპინძლა. პროფესორი სატიენდრა არის წიგნებისა და სახელმძღვანელოების ავტორი და კანადის სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების კვლევითი საბჭოს (SSHRC) გრანტების მიმღები.
შეხვედრის ფარგლებში უნივერსიტეტის აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისა და სტუდენტებისთვის ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე - „ხელოვნური ინტელექტის ეფექტურობა და მასთან დაკავშირებული საკითხები მარკეტინგში“. სპიკერმა ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის გამოყენების დადებით და უარყოფით მხარეებზე მარკეტინგში, ასევე, განიხილა მარკეტინგში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მაგალითები.
საჯარო ლექცია ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, სადაც სპიკერმა აუდიტორიის კითხვებსაც უპასუხა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება