4 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და „საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციის (GETA)“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარდა მასტერკლასი თემაზე - „ღვინის შენახვა და სერვირება“.
მასტერკლასი განხორციელდა მეღვინეობა „ეთნო ოკამთან“, „ნაბერაული ვაინსთან“, მარანი „ჯორჯინოსთან“, მარანი „ალაფიანისთან“ და „მანას ღვინოსთან“ პარტნიორობით.
მასტერკლასის ფარგლებში მონაწილეებმა გაიარეს შემდეგი საკითხები: ღვინის შენახვის სწორი პირობები და ხშირად დაშვებული შეცდომები; ღვინის დავარგება და თანმდევი გარდაქმნები; ღვინისთვის ჭიქისა და ტემპერატურის სწორად შერჩევა; კერძისა და ღვინის შეხამება; ღვინით მომსახურების სტანდარტები და ეტიკეტი, საჭირო ინვენტარი; სპეციალური ღვინოების სერვირება - პრაქტიკული სავარჯიშო; ბოთლის გახსნა / დასხმა / დეკანტაცია - პრაქტიკული სავარჯიშო; ღვინის ფასისა და ხარისხის ურთიერთდამოკიდებულება.
მასტერკლასს უძრვებოდა მეღვინე-კონსულტანტი, ღვინის ეროვნული სააგენტოს ცენტრალური სადეგუსტაციო კომისიის წევრი, შპს „ეთნო ოკამის“ მთავარი მეღვინე, შპს „სფრინგ ფილდსის“ დამფუძნებელი, შპს „ღვინის კომპანია შუმის“ შეფსომელიე, Gault & Millau საქართველო - წლის სომელიე 2023 - საბა ქიტიაშვილი.
დასასრულს მასტერკლასის თითოეულ მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება