1 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალი საკანონმდებლო რეგულირების შესახებ.
ლექციას უძღვებოდნენ „გრანთ თორნთონ საქართველოს“ იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელი ნინო ჯოლია და „გრანთ თორნთონ საქართველოს“ იურისტი ნინო ყველაიძე.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს ახალი კანონი ძალაში 2024 წლის 1 მარტიდან შევიდა. აღნიშნული კანონით ახლებურად ჩამოყალიბდა პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები და მეტად დაუახლოვდა ევროპულ სტანდარტებს.
შეხვედრაზე განიხილეს ახალ საკანონმდებლო რეგულირებასთან დაკავშირებული გამოწვევები და კანონის ფარგლებში ბიზნესისთვის დაწესებული ახალი ვალდებულებები, მათ შორის: პირდაპირი მარკეტინგისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალი პრინციპების მარეგულირებელი ნორმები, ასევე, 2024 წლის 1 ივნისიდან ასამოქმედებლი და სავალდებულო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუტი და მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების მარეგულირებელი ახალი ჩანაწერები.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება