24 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ქალაქ თბილისის 149-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით იმიტირებულ სასამართლო პროცესს უმასპინძლა თემაზე: „ციციკორე ბაქრაძის საქმის განხილვა“.
იმიტირებული პროცესის დაწყებამდე აუდიტორიას მიესალმნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი გურამ ღვინჯილია და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტების კოორდინატორი მარინე უგულავა.
სკოლის მხრიდან კი სიტყვით წარდგნენ სკოლის დირექტორი ნანა მიქავა და დირექტორის მოადგილე, ქართული ენისა და ლიტერატური პედაგოგი ნათია ფხალაძე. მათ მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის და პროექტის მონაწილეებს წარმატება უსურვეს.
როგორც სკოლის განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე სასწავლო წელს მოსწავლეებში თვითცნობიერების, თვითრეგულაციის, სოციალური ცნობიერებისა და კომუნიკაციის უნარების განვითარების ხელშეწყობისა და მიღებულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის გააზრების მიზნით, სასკოლო პროექტის ფარგლებში, იმიტირებული სასამართლო პროცესის დაგეგმვა განაპირობა გიორგი ლეონიძის ნაწარმოების, „მარიტას“ შესწავლისას მეცხრე კლასში გამოვლენილმა საჭიროებამ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება