13 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იშიძუკა ჰიდეკი ესტუმრა.
გაიმართა შეხვედრა უნივერსიტეტის რექტორ კახაბერ კორძაიასთან. ელჩთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ვიცერექტორი ვახტანგ წივწივაძე, რექტორის მრჩეველი გიორგი ფარეშიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა, განსაკუთრებით, აკადემიური სფეროს მიმართულებით და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც დასახეს.
დღის ფარგლებში, ჟიული შარტავას სახელობის აუდიტორიაში, გაიმართა იაპონიის ელჩის საჯარო შეხვედრა უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებთან, სადაც იშიძუკა ჰიდეკიმ წაიკითხა ლექცია თემაზე: „იაპონიის დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობები“, შეხვედრის მეორე ნაწილში კი აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა ელჩისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე მიეღო პასუხები.
დღის დასასრულს ელჩმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სასწავლო გარემო და ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება