23-24 ივნისს, ქ. თბილისში ჩატარდა პირველი საერთაშორისო სემინარი ძილის კვლევისა და ძილის მედიცინის საკითხზე უწყვეტი სამედიცინო განათლების ფორმატით, რომელიც აკრედიტებული იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სააკრედიტაციო საბჭოს მიერ.
სემინარის ორგანიზატორები იყვნენ ევროპის ძილის კვლევის ასოციაცია (ESRS), ევროპის ძილის ნაციონალური ასოციაციების ალიანსი (ANSS), საქართველოს ძილის კვლევისა და ძილის მედიცინის კავშირი (GSSS) და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU). სემინარის თავმჯდომარეები იყვნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართელოს ძილის კვლევისა და ძილის მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი, სოფიო კასრაძე და ევროპის ძილის ასოციაციების ალიანსის პრეზიდენტი, პროფესორი ისბრანდ ვან დერ ვერფი.
სემინარში მონაწილეობას იღებდნენ საერთაშორისო ექსპერტები ძილის კვლევისა და ძილის მედიცინის დარგში, კერძოდ ისბრანდ ვან დერ ვერფი (ჰოლანდია - ANSS-ის პრეზიდენტი), პიტერ იუნგი (გერმანია - ANSS-ის არჩეული პრეზიდენტი 2025 წლიდან), მორტენ ენგსტრომი (ნორვეგია - ANSS-ის ბორდის წევრი), ოანა დელეანუ (რუმინეთი - ANSS-ის ბორდის წევრი), ბარბარა სტრაზისარი (სლოვენია - ANSS-ის ბორდის წევრი) და სამსონ ხაჩატრიანი (სომხეთი -ANSS-ის ბორდის წევრი).
სემინარის დამთავრების შემდეგ ორგანიზატორებს საქმიანი შეხვედრა ჰქონდათ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, სადაც იმსჯელეს საქართველოში ძილის მედიცინის განვითარების საკითხებზე.
იხილეთ თანდართული ვიდეო
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება