28 ივნისიდან ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში მიმდინარეობს ევროპის ნევროლოგთა აკადემიის მე-10 საიუბილეო კონგრესი, რომელშიც რეგისტრირებულია 7000-ზე მეტი მონაწილე. კონგრესზე წარდგენილი თეზისი, რომელიც მომზადდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფუნდამენტური კვლევების გრანტით დაფინანსებული პროექტის (CIU-FR-125-22, ხელმძღვანელი - სოფიო კასრაძე) ფარგლებში, თეზისების სარევიზიო კომისიის მიერ შერჩეულია ზეპირი მოხსენებისთვის.
აღნიშნული მოხსენება წარადგინა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა თამარ ჯიშკარიანმა.
პროექტი ამავდროულად წარმოადგენს თამარ ჯიშკარიანის სადოქტორო თემას და სადოქტორო კვლევების გაგრძელების, გაფართოებისა და სრულყოფის მიზნით კი აღნიშნულ თემაზე დამატებით მოპოვებულია შოთა საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სადოქტორო პროგრამის გრანტი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება