კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი, ნინო შოგირაძე, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, გაცვლითი პროგრამით იოზეფ გოლუხოვსკის სახელობის გამოყენებითი მეცნიერებების სახელმწიფო უნივერსიტეტში (ოსტროვეცი, პოლონეთი) იმყოფებოდა.
„აღნიშნული გაცვლითი პროგრამა ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების თვალსაზრისით. მივიღე ცოდნა კარდიოლოგიის, გინეკოლოგიის, ნეფროლოგიისა და გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში. მქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდი დარგის პროფესორ-მასწავლებლებს, გამეწია მათთვის ასისტენტობა ოპერაციის მსვლელობის პროცესში, გამესინჯა პაციენტები და მიმეღო ყველა საჭირო ცოდნა და ინფორმაცია კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით.
პროგრამის ხანგრძლივობა იყო 1 მაისიდან 15 ივლისის ჩათვლით. ამ დროის განმავლობაში ყოველი დღე განსხვავებული, საინტერესო და მიზნობრივად დაგეგმილი იყო.
ეს იყო დაუვიწყარი გამოცდილება, რომელმაც ცოდნასთან ერთად, შესაძლებლობა მომცა, დამოუკიდებლად გადამელახა ჩემ წინაშე არსებული გამოწვევები. ამ პროგრამის დახმარებით, ჩემში აღმოვაჩინე ის ინტერესები, რაზეც აქამდე არასოდეს მიფიქრია და დავისახე სამომავლო მიზნები.
დარწმუნებული ვარ მიღებული ცოდნა და გამოცდილება აუცილებლად დამეხმარება კარიერული წინსვლის ურთულესი გზის წარმატებით დაძლევაში“, - აღნიშნავს ნინო შოგირაძე.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება