კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად
ვიწრო სფერო - სამართალი
სწავლის სფერო - სამართალი
პროფესორის (კერძო სამართალი) აკადემიურ თანამდებობაზე - 1 ვაკანსია;
ასოცირებული პროფესორის (კერძო სამართალი) აკადემიურ თანამდებობაზე - 3 ვაკანსია.
ვიწრო სფერო - სამართალი
სწავლის სფერო - საერთაშორისო სამართალი
პროფესორის (საერთაშორისო სამართალი) აკადემიურ თანამდებობაზე - 1 ვაკანსია.
ვიწრო სფერო - ჯანდაცვა
სწავლის სფერო - მედიცინა
საბაზისო მედიცინა
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 3 ვაკანსია.
კლინიკური მედიცინა
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე (ზოგადი ქირურგიის სპეციალობით) - 1 ვაკანსია;
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე (ორთოპედია-ტრავმატოლოგიის სპეციალობით) - 1 ვაკანსია;
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე (შინაგანი სნეულებების სპეციალობით) - 1 ვაკანსია.
ვიწრო სფერო - ჯანდაცვა
სწავლის სფერო - სტომატოლოგია
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე (ორთოდონტიის სპეციალობით) - 1 ვაკანსია;
ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე (თერაპიული სტომატოლოგიის სპეციალობით) – 2 ვაკანსია;
ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე (ორთოპედიული სტომატოლოგიის სპეციალობით) - 2 ვაკანსია;
ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე (თერაპიული სტომატოლოგიის სპეციალობით) - 1 ვაკანსია.
ვიწრო სფერო - ჯანდაცვა
სწავლის სფერო - ფარმაცია
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 1 ვაკანსია.
ვიწრო სფერო - ბიზნესი და ადმინისტრირება
სწავლის სფერო - ფინანსები
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 1 ვაკანსია.
ვიწრო სფერო - ენები
სწავლის სფერო - ფრანგული ფილოლოგია
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 1 ვაკანსია.
კონკურსი ცხადდება 2024 წლის 19 ივლისს.
აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველებმა 2024 წლის 20 აგვისტოდან 2024 წლის 29 აგვისტოს ჩათვლით კონკურსანტთა საბუთების მიმღებ კომისიას უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტები:
- განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისი სწავლის სფეროსა და აკადემიური თანამდებობის მითითებით;
- ავტობიოგრაფია (CV);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- ერთი ფოტოსურათი;
- კვალიფიკაციის დამადასტურებელი ყველა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტთან / დოკუმენტებთან ერთად წარმოდგენილ უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;
- სამეცნიერო–პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;
- ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ;
- საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებში, სასერთიფიკატო კურსებსა თუ თრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, სასერთიფიკატო კურსებსა და თრენინგებში მონაწილეობა);
- სამეცნიერო სტიპენდიებისა და გრანტების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, არსებობის შემთხვევაში.
- ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ.
პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:
- დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
- ბოლო 5 წლის განმავლობაში, შესაბამის სპეციალობაში /დარგში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ჩამონათვალი ჟურნალის სახელწოდებისა და ზუსტი თარიღის მითითებით (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საზღვარგარეთ გამოქვეყნებული პუბლიკაციები);
- ბოლო 5 წლის განმავლობაში ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებში, სასერთიფიკატო კურსებსა და ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები);
- არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო სტიპენდიებისა და გრანტების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.
- იმ საგანმანათლებლო პროგრამის / პროგრამების განვითარების კონცეფცია, რომლის განხორციელებაში მონაწილეობის სურვილიც აქვს კონკურსანტს;
- იმ სასწავლო კურსების ხედვა, რომლის წაკითხვის სურვილიც აქვს კონკურსანტს აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში;
- საგანმანათლებლო პროგრამისა და სილაბუსის შემუშავების პრაქტიკული გამოცდილება;
- თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკრეტულ სფეროში პროფესიული მუშაობის გამოცდილების მქონე კონკურსანტს;
- თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც ინგლისური ენის ფლობა დაუდასტურდება.
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:
- დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
- ბოლო 5 წლის განმავლობაში, შესაბამის სპეციალობაში /დარგში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საზღვარგარეთ გამოქვეყნებული პუბლიკაციები);
- ბოლო 5 წლის განმავლობაში ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები);
- იმ სასწავლო კურსების ხედვა, რომლის წაკითხვის სურვილიც აქვს კონკურსანტს აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში;
- საგანმანათლებლო პროგრამისა და სილაბუსის შემუშავების პრაქტიკული გამოცდილება;
- თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკრეტულ სფეროში პროფესიული მუშაობის გამოცდილების მქონე კონკურსანტს;
- თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც ინგლისური ენის ფლობა დაუდასტურდება;
- კლინიკური მედიცინის დისციპლინებში ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველს უნდა ქონდეს:
კლინიკაში ბოლო 5 წლის მუშაობის გამოცდილება;
შესაბამისი/მომიჯნავე სპეციალობის სერთიფიკატი.
ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:
- დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
- ბოლო 5 წლის განმავლობაში, შესაბამის სპეციალობაში /დარგში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საზღვარგარეთ გამოქვეყნებული პუბლიკაციები);
- ბოლო 5 წლის განმავლობაში ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები);
- იმ სასწავლო კურსების ხედვა, რომლის წაკითხვის სურვილიც აქვს კონკურსანტს აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში;
- საგანმანათლებლო პროგრამისა და სილაბუსის შემუშავების პრაქტიკული გამოცდილება;
- თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკრეტულ სფეროში პროფესიული მუშაობის გამოცდილების მქონე კონკურსანტს;
- თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც ინგლისური ენის ფლობა დაუდასტურდება;
- კლინიკური მედიცინის დისციპლინებში ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველს უნდა ქონდეს:
კლინიკაში ბოლო 5 წლის მუშაობის გამოცდილება;
შესაბამისი/მომიჯნავე სპეციალობის სერთიფიკატი.
ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:
კონკურსანტი იყოს იმ სპეციალობის / საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტი, რომლის ფარგლებშიც სურს აკადემიური თანამდებობის დაკავება.
- კლინიკური მედიცინის დისციპლინებში ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველი უნდა იყოს დოქტორანტი კლინიკურ სპეციალობაში;
- ფლობდეს შესაბამისი/მომიჯნავე სპეციალობის სერთიფიკატს;
პროფესიული ნიშნით აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველი კონკურსანტის კვალიფიკაციის დასადასტურებლად საჭიროა:
დარგში მუშაობის პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს, შესაბამის სფეროში არანაკლებ 5 წლის მუშაობის პრაქტიკული გამოცდილებით.
თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს:
- რომელსაც აქვს სხვა მომიჯნავე სფეროში სამეცნიერო ხარისხი;
- აქვს სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
- აქვს შრომები შესაბამის სფეროში;
- ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა;
- რომელიც არის შესაბამისი სფეროს სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი;
- რომელიც წარმოადგენს ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელ დოკუმენტს.
კლინიკური მედიცინის დისციპლინებში პროფესიული ნიშნით აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველს უნდა ქონდეს:
კლინიკაში ბოლო 5 წლის მუშაობის გამოცდილება;
- ფლობდეს შესაბამისი/მომიჯნავე სპეციალობის სერთიფიკატს;
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით კონკურსანტთა შერჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად);
2. პირველ ეტაპზე შერჩეული კონკურსანტების საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება/საჩვენებელი ლექციის ჩატარება (ონლაინ, საჭიროების შემთხვევაში).
კონკურსის პირობები:
საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში;
ძირითად კრიტერიუმებთან კონკურსანტების განაცხადების შესაბამისობის დადგენის მიზნით, დოკუმენტაციის გადარჩევა მოხდება საკონკურსო კომისიის მიერ.
კონკურსის პირველი ეტაპი (საკონკურსო დოკუმენტაციის შესწავლა) ჩატარდება 2024 წლის 30 აგვისტოს.
კონკურსის მეორე ეტაპი (საჭიროების შემთხვევაში) ჩატარდება 2024 წლის 02 სექტემბერს.
შედეგები გამოქვეყნდება 2024 წლის 03 სექტემბერს.
კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს მისამართზე, ქ. თბილისი, ჩარგლის ქუჩა #73, VII სართული, ოთახი # 701
უცხოელ კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულად, მისამართზე.
hr@ciu.edu.ge
ტელ.: 2 61-12-98; 2 30-86-41; 2 10-52-03