21 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა კომპანია „ინოვატორისგან“ სასწავლო პროცესში თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით არსებული შეთავაზებები მოისმინეს.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელი საგანმანათლებლო სივრცე მეტად ორიენტირებულია მრავალფუნქციური გარემოს შექმნაზე, რომელიც მიზნად ისახავს მაქსიმალურად გაზარდოს სწავლის ხარისხი და სტუდენტების ჩართულობა. შესაბამისად, შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ციფრული სწავლების უახლესი ინსტრუმენტები და სწავლების პროცესში მედიატექნოლოგიების ინტეგრაცია.
შეხვედრას კომპანიის ტექნოლოგიების მთავარი ოფიცერი დავით რობაქიძე და ბიზნესის განვითარების მენეჯერი მაკა დარსაველიძე უძღვებოდნენ, უნივერსიტეტის მხრიდან კი საკითხის მნიშვნელობაზე ყურადღება გაამახვილა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერის მრჩეველმა ნინო ჭალაგანიძემ.
აღსანიშნავია, რომ კომპანია „ინოვატორს“ ბაზარზე 19-წლიანი საქმიანობის გამოცდილება გააჩნია მაუწყებლობის, ტელეკომუნიკაციისა და მედიატექნოლოგიების სფეროში, საქართველოში კი 50-ზე მეტი მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება