20-25 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი კრივში.
აღსანიშნავია, რომ უფროს მოკრივეთა შორის (გოგოები), 54 კგ. წონით კატეგორიაში, ჩემპიონობა მოიპოვა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების მე-2 კურსის სტუდენტმა, სალომე კავთუაშვილმა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ულოცავს მას აღნიშნულ მიღწევასა და სამომავლო წარმატებებს უსურვებს!
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება