21 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტს სკოლა „პოლიგლოტის“ უფროსკლასელები სტუმრობდნენ. მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, ლაბორატორიები, კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი, ბიბლიოთეკა. მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ დასწრებოდნენ ზოგადი ბიოქიმიის პრაქტიკულ-ლაბორატორიულ მეცადინეობას მედიცინის სპეციალობის პირველკურსელ სტუდენტებთან ერთად და შეძლებისდაგვარად მონაწილეობა მიეღოთ სამუშაო პროცესში.
მოსწავლეები გაეცვნენ ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მეთოდოლოგიას, მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის ლაბორატორიაში მიმდინარე პრაქტიკულ სამუშაოებს და ხელსაწყოებს, ასევე, ინდივიდუალურად დაათვალიერეს ჰისტოლოგიური პრეპარატები მიკროსკოპებში. დიდი ინტერესი გამოიწვია კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრმა, სადაც ისინი გაეცვნენ მულაჟებზე მუშაობის წესებს. მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, სადაც მათ ესაუბრა ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ბიბლიოთეკის სტრუქტურის, ფუნქციებისა და შესაძლებლობების საკითხებზე.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება