კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს (JA Georgia)“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები და, ამავე დროს, „ბიზნეს ინკუბატორის“ პროგრამის წევრები, უკვე მეორედ იღებენ მონაწილოებას პროექტში - „აღმშენებლობა სოციალური მეწარმეობით“.
აღნიშნულ კონკურსში ჯგუფის მხრიდან უკვე გაიგზავნა სოციალური საწარმოების იდეების განაცხადები: „სოციალური საწარმოს კანვას ბიზნეს მოდელი“ და „სოციალური საწარმოს ხიბლის ბანი“, რომლის შემდეგაც, ჯგუფებს შესაძლებლობა მიეცათ, ჩაერთონ და გააგრძელონ სოციალური საწარმოების აქსელერაცია და მიიღონ გრანტი.
21 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართულ „ბიზნეს ინკუბატორის“ შეხვედრაზე საგრანტო პროექტში ჩართული გუნდის წევრებისთვის გაიმართა ტრენინიგი „აქსელერატორ X - სოციალური მეწარმეობა“, რომელსაც მენტორი ია ნადირაშვილი უძღვებოდა.
პროექტის „აღმშენებლობა სოციალური მეწარმეობით“ ფარგლებში, სოციალური მეწარმეობის ტრენინგის გავლის შემდეგ, ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, განახორციელონ იდეა, გადავიდნენ სოციალური საწარმოს აქსელარაციის ეტაპზე, რეალურად წამოიწყონ წარმატებული სოციალური საწარმო, ჩაერთონ სხვადასხვა კონკურსში და მოიპოვონ დაფინანსება საკუთარი კომპანიის გასაფართოვებლად. საგრანტო თანხის ოდენობა არის მინიმუმ 400-დან 2000 ევროს ექვივალენტი ლარში.
აღსანიშნავია, რომ „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოსთან“ გაფორმებული მემორანდუმი სამომავლოდაც არაერთი საინტერესო აქტივობისა და სტუდენტური პროექტის განხოციელების შესაძლებლობას იძლევა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება