კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ შექმნილი პროექტის/ბიზნესიდეის - ეკომეგობრული ჩანთა „ჩაკო“ - ჯუნიორ ეჩივმენტის პროექტის - „აღმშენებლობა სოციალური მეწარემობით“ - საგრანტო კონკურისის მეორე ეტაპზე გადავიდა.
4 დეკემბერს CIU-ს „ბიზნეს ინკუბატორს“ სამუშაო შეხვედრით ეწვია „ჯუნიორ ეჩივმენტი - საქართველოს“ გენერალური დირექტორი ეკა გეგეშიძე. შეხვედრას ესწრებოდნენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტეის დეკანი ქეთევან ნანობაშვილი, „ბიზნეს ინკუბატორის“ ხელმძღვნელი, „ჯუნიორ ეჩივმენტის“ ტრენერი ია ნადირაშვილი და ინკუბატორის წევრი სტუდენეტები. შეხვედრაზე ეკა გეგეშიძემ „ჩაკოს“ გუნდის წევრებს მიულოცა პროექტის შემდეგ ეტაპზე გადასვლა და გაუზიარა შესაბამისი რეკომენდაციები.
აღსანიშნავია, რომ გუნდ „ჩაკოს“ წევრებმა „ბინზეს ინკუბატორის“ პლატფორმაზე წარმატებით გაიარეს სოციალური საწარმოს აქსელერაციის ეტაპი და გადავიდნენ მენტორინგის ეტაპზე, რომელიც მოიცავს სამთვიან პერიოდს. გუნდის წევრები აქტიურად აგრძელებენ მუშაობას როგორც ბიზნესიდეის და ბიზნესმოდელის დახვეწაზე, ისე პროდუქტის ტექნიკურ დეტალებსა და დიზაინზე.
აღნიშნული პროექტში გამარჯების შედეგად გუნდი მიიღებს ბიზნესის წამოწყების ფინანსურ რესურს გრანტის სახით და კვალიფიციურ კონსულტაციებს სხვადასხვა დარგის ექსპერტების მხრიდან.
ცნობისთვის, რომ გუნდი „ჩაკო“ს წევრები არიან კავკასიის საერთაშორისო უვერისტეტის სტუდენტები: ბექა ვანაძე, დავით ირემაძე, გიორგის ხატიაშვილი, ალექსანდრე ბეგიაშვილი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება