27 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივით გაიმართა კონკურსის - „სტარტაპ ვორქშოპი ციფრული მომავლის აღმოსაჩენად“ - ფინალური ეტაპი, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისგან შემდგარი 5 გუნდი.
კონკურსი მიზნად ისახავდა სტუდენტებს შეესწავლათ იდეის განვითარება, პროტოტიპის შექმნა და ბოლოს ჟიურის წინაშე წარედგინათ ინოვაციურ ხედვა - ციფრული სტარტაპი. კონკურსის მიმდინარეობის პერიოდში სტუდენტებმა იმუშავეს გამოცდილ მენტორებთან (ია ნადირაშვილი, გიორგი კაკაშვილი).
კონკურსის ფარგლებში გამოვლინდა გამარჯვებული იდეის ავტორი გუნდი - „ModelFlow“. ჟიურის წინაშე იდეა წარადგინა გუნდის ლიდერმა გიორგი დალაქიშვილმა. გარდა ამისა, დასახელდა ჟიურის რჩეული - ნიკოლოზ მარკოიძე და დეკანის რჩეული - სოფიო დგებუაძე.
კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცა შესაბამისი სერთიფიკატი. გამარჯვებული გუნდი, ჟიურის და დეკანის რჩეული სტუდენტები უნივერსიტეტისგან დაჯილდოვდნენ ფასიანი საჩუქრებით.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება