6 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის „ბიზნესინკუბატორის“ პლატფორმაზე გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე - „მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების სახეები და პროცედურები".
შეხვედრა წარადგინა „ბიზნესინკუბატორის“ ხელმძღვანელმა, ია ნადირაშვილმა და დამსწრეებს გააცნო დაფინანსების სხვადასხვა სახეები, რომლებიც ხელმისაწვდომია მცირე და საშუალო ბიზნესისათვის.
ლექციაზე მოწვეულმა სტუმარმა, „ლიბერთი ბანკის“ მცირე სესხები ჯგუფის უფროსმა, მარაიმ კვარაცხელიამ, სტუდენტებს მიაწოდა სიღრმისეული ინფორმაცია დაფინასების ერთ-ერთი წყაროს შესახებ, როგორიც არის - საბანკო სესხი. სტუმარმა, ასევე, ხაზი გაუსვა მყარი ბიზნეს გეგმის, საქმიანობის აღრიცხვიანობისა და კრედიტუნარიანობის მნიშვნელობას დაფინანსების პროცესში.
შეხვედრაზე სტუდენტები გაეცნენ მნიშვნელოვან ინფორმაციას მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო დაფინანსების, პროცედურებისა და პროცესების შესახებ, რითაც მათ მიიღეს აუცილებელი ცოდნა მომავალი სამეწარმეო წამოწყების მხარდასაჭერად.
დასასრულს, კითხვა-პასუხის სესიამ საშუალება მისცა სტუდენტებს, უშუალოდ ჩართულიყვნენ სალექციო პროცესში და მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება