10 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტმა სანტიაგო დე კომპოსტელის უნივერსიტეტის (ესპანეთი) ეკონომიკის, ფინანსებისა და ბუღალტრული აღრიცხვის კათედრის პროფესორს ვალენტინ ვიტორი რომეროს უმასპინძლა.
ვალენტინ ვიტორი რომერომ სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ჩაატარა ვორქშოპი თემაზე: „შესავალი ბლოკჩეინ ტექნოლოგიებში - ეკონომიკური პერსპექტივა“.
ვორქშოპის დაწყებამდე სტუმარსა და აუდიტორიას მიესალმნენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი ქეთევან ნანობაშვილი და ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი თეა კასრაძე.
მოწვეულმა სტუმარმა ისაუბრა ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე და მის ინტეგრირებაზე საბანკო და ფინანსურ სფეროში. მან აქცენტები გააკეთა ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დადებით მხარეებზე, საფრთხეებსა და ეკონომიკისათვის მის მნიშვნელობაზე.
ვორქშოპი ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება