14 ნოემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და კავკასიის მედიცინის ცენტრის თანამშრომლობით, დიაბეტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები გაიმართა.
წინასწარ მომზადებულ სპეციალურ პუნქტებში, CIU-ს სტუდენტების ჩართულობით, მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ გლუკომეტრის გამოყენებით სისხლში შაქრის დონე უფასოდ შეემოწმებინათ. მსგავსი აქტივობა მიზნად ისახავს დიაბეტის რისკის ქვეშ მყოფი პაციენტების დროულ გამოვლენას და, ასევე, დაავადების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების გაზრდას.
აღსანიშნავია, რომ უფასო სკრინინგის აქციით ჯამში 300-მდე მსურველმა ისარგებლა.
დღის ფარგლებში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „შაქრიანი დიაბეტის დიაგნოსტირებისა და პრევენციის აქტუალური საკითხები“, რომელსაც კავკასიის მედიცინის ცენტრის ენდოკრინოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ენდოკრინოლოგი ნინო თედორაძე უძღვებოდა.
ცნობისთვის, შაქრიანი დიაბეტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული მეტაბოლური დაავადებაა, რომელიც მიმდინარეობს სისხლში გლუკოზის დონის მატებით. ჯანდაცვის მსოფლიო და სხვადასხვა ორგანიზაციების მხარდაჭერით დიაბეტის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 14 ნოემბერს აღინიშნება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება