თუ ხარ აბიტურიენტი
და გაინტერესებს გაიცნო შენი მომავალი პროფესია,
ეს პროექტი შენთვისაა - “CIU აკადემია აბიტურიენტებისთვის - 2025“ იწყება!
პროექტის მიზანია აბიტურიენტებისთვის პროფესიის არჩევის პროცესში მხარდაჭერა და სტუდენტობისთვის მომზადება.
პროექტის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ უკეთ გაიცნონ მათთვის საინტერესო პროფესია. შეხვდნენ სხვადასხვა დარგში წარმატებულ ადამიანებს და შეაფასონ პროფესიის შესაძლებლობები, საკუთარი უნარები და პოტენციალი ამ სფეროში.
კურსის მიმდინარეობისას აბიტურიენტებს ჩაუტარდებათ ინტერაქციული ლექცია-სემინარები და პროფესიული ვორქშოფები აქტუალური პროფესიების მოქმედ, წარმატებულ წარმომადგენლებთან.
პროექტის შინაარსობრივი ნაწილი მომზადებულია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური გუნდის მიერ, ფაკულტეტების დეკანების ინიციატივით.
პროექტის ხანგრძლივობა: 24 მარტი - 16 აპრილი
პროექტში რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ სარეგისტრაციო ბმული და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი აკადემია: https://forms.gle/dcansmhvLKmXCFPW9
რეგისტრაციის შემდეგ თქვენ მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას.
თითოეულ პროფესიულ აკადემიაზე ზუსტი განრიგის, სპიკერებისა და თემატიკის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსდება ეტაპობრივად.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება