კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU) აცხადებს მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეების მიღებას პროექტში - „სამართლის აკადემია“.
პროექტის მიზანია აბიტურიენტები შეხვდნენ სამართლის დარგის წარმატებულ წარმომადგენლებს, გაეცნონ დარგის სიახლეებს, პროფესიის აქტუალურ მიმართულებებს და გააკეთონ გაცნობიერებული არჩევანი.
პროექტი გაიმართება დისტანციურად (online), ZOOM პლატფორმის მეშვეობით.
სალექციო პერიოდი: 24-28 მარტი;
ლექციების განრიგი:
გიორგი ხატიძე - სამართლის დოქტორი, პროფესორი, CIU-ს სამართლის ფაკულტეტის დეკანი;
თემა: „იურისტის პროფესია“;
თარიღი: 24 მარტი, 19:00 სთ.
ზვიად გაბისონია - სამართლის დოქტორი, პროფესორი, CIU-ს ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიების სამართლის კვლევითი ცენტრის დირექტორი;
თემა: „სამართალი და თანამედროვე ტექნოლოგიები“;
თარიღი: 25 მარტი, 19:00 სთ.
როინ მიგრიაული - სამართლის დოქტორი, CIU-ს პროფესორი, საადვოკატო ბიუროს - “მიგრიაული და პარტნიორები” - ხელმძღვანელი;
თემა: „ადვოკატის როლი მართლმსაჯულებაში“
თარიღი: 26 მარტი, 19:00 სთ.
ნინო ბაქაქური - საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე 2014-2024 წლებში, CIU-ს ასოცირებული პროფესორი;
თემა: „მოსამართლის როლი მართლმსაჯულებაში“;
თარიღი: 27 მარტი, 19:00 სთ.
ირაკლი ნადარეიშვილი - სამართლის დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი, საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსი;
თემა:“ პროკურორის როლი მართლმსაჯულებაში“;
თარიღი: 28 მარტი, 19:00 სთ.
პროექტში მონაწილეობისთვის, გთხოვთ, იხილოთ სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/dcansmhvLKmXCFPW9
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება