8 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებაზე მოხსენებით წარდგა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი აკადემიკოსი, ავთანდილ არაბული თემაზე: „ეროვნული ენა - ერთიანი და განუყოფელი”.
შეხვედრის მოდერატორი გახლდათ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი, მეუფე დანიელი.
ღონისძიებაზე აუდიტორიას მიესალმა და საკითხის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტურის სამსახურის უფროსმა, ფილოლოგიის დოქტორმა ნინო მინდიაშვილმა. შეხვედრას ესწრებოდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი გიორგი ფარეშიშვილი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება