8 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის ახალ სივრცეში (CIU პანორამა) გაიმართა მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ლია ზამბახიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა თემაზე: „თანამედროვე სატელევიზიო დოკუმენტალისტიკის გამოსახვის ფორმები და საშუალებები (საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი 2018-2023 წლები)“.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელია ჟურნალისტიკის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი ნინო ჭალაგანიძე, ოფიციალური რეცენზენტები კი - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ხათუნა კაჭარავა და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი რევაზ ჭიჭინაძე.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ლია ზამბახიძეს მასობრივი კომუნიკაციის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება