8 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი თემაზე: „Ebsco-ს სამეცნიერო ბაზების გამოყენება“.
ცნობისთვის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2010 წლიდან არის EBSCO EP Packages გამომწერი, თუმცა 2025 წლიდან უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ხელმისაწვდომი იქნება EBSCO EP Package Premier, რომელიც მაქსიმალურად გაამდიდრებს უნივერსიტეტის აკადემიურ და კვლევით რესურსებს. ამ ვერსიაში განსაკუთრებით გაძლიერებულია ბიზნესის მიმართულება.
უფრო ფართო რესურსებზე ხელმისაწვდომობა: Academic Search Premier მოიცავს 2,966 აქტიურ სრულტექსტურ ჟურნალს, მათ შორის 2,669 რეცენზირებულ ჟურნალს, რაც უზრუნველყოფს უმაღლეს აკადემიურ სტანდარტებს;
ბიზნესისა და ეკონომიკის სრულყოფილი მხარდაჭერა შინაარსის მხრივ: 2025 წლიდან Business Source Premier-ის მონაცემთა ბაზის გამოწერა საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მიიღონ უნიკალური და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე შინაარსი. ეს არის შემდეგი ინსტიტუციების - American Accounting Association, Academy of Management Journals, Harvard Business Review, MIS Quarterly და INFORMS (Institute for Operations Research & the Management Sciences - ჟურნალები, მათ შორისაა:
სპეციაურად ბიზნესისთვის განკუთვნილი ცალკე საძიებო სისტემა სრულყოფილი ფუნქციონალით. ეს ინტერფეისი შექმნილია Business Source-ის სერიისთვის და სთავაზობს მომხმარებლებს მარტივ და მოსახერხებელ გზას კომპანიის პროფილების, ინდუსტრიული ინფორმაციის, ქვეყნის ეკონომიკური მონაცემებისა და ბაზრის კვლევების საძიებლად.
EBSCO EP Package Premier მოიცავს იმ მასალებს, რომლებიც მიესადაგება როგორც სტუდენტების, ასევე პროფესორების საჭიროებებს, რაც ხელს უწყობს ინოვაციურ და ეფექტურ კვლევებს.
ტრენინგს Innovative Systems Management-ის დირექტორი, ნანა ხუსკივაძე უძღვებოდა, რომელმაც დამსწრე აუდიტორიას გააცნო სიახლეები და დეტალურად აუხსნა EBSCO- ს უპირატესობები. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ბაზებზე წვდომა შესაძლებელია როგორც უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, ასევე დისტანცურად, პაროლისთვის კი მიმართეთ ბიბლიოთეკას!
ტრენინგის დაწყებამდე სპიკერსა და აუდიტორიას მიესალმა CIU-ს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი თამარ ქავთარაძე.
ღონისძიებას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ესწრებოდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება