10-14 მარტს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი და ინფორმაციული ტექნოლოგიების ქართული და ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელი გიორგი კაკაშვილი, ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში, სტუმრობდა ლიეტუვის შიაულიაის სახელმწიფო კოლეჯს (Šiaulių Valstybinė Kolegija).
ვიზიტის ფარგლებში გიორგი კაკაშვილმა კოლეჯის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა, სადაც სტუდენტთა მობილობის შესაძლებლობები განიხილეს. ასევე, მან ჩაატარა 8-საათიანი სასწავლო კურსი თემაზე: „ყოველდღიური AI: ხიდი ადამიანებსა და ტექნოლოგიას შორის" (Everyday AI: Bridging the Gap Between People and Technology). გარდა ამისა, ის კოლეჯის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორებს შეხვდა, სადაც მხარეებმა ერთმანეთთან გამოცდილება გააზიარეს.
ვიზიტის დასასრულს გიორგი კაკაშვილს კოლეჯის ადმინისტრაციამ სერტიფიკატი გადასცა.
აღსანიშნავია, რომ ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში მსგავსი ვიზიტები ხელს უწყობს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს აკადემიური საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორობის განვითარებაში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება