5 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტსა და კომპანია Helio.AI-ს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა თემაზე: „რა უნდა გავითვალისწინოთ კომპანიის შერჩევისას? - ძლიერი დამსაქმებლის ბრენდი”.
სპიკერებმა Helio.AI თანადამფუძნებლებმა, COO ნინი მოსიაშვილმა და CPO სულხან სახვაძემ, ისაუბრეს ძლიერი HR-ბრენდის მქონე კომპანიებსა და მათ მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობაზე. ასევე, განიხილეს ძლიერი დამსაქმებლის ბრენდინგის 2024 წლის ტრენდები.
შეხვედრის ფარგლებში ადგილზე სტუდენტებისთვის მოხდა ნეირომეცნიერული თამაშის გაზიარება - თამაში, რომელიც ეხმარება დამსაქმებელს შეაფასოს კანდიდატების რბილი უნარები და შექმნას მათი ქცევითი პროფაილი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება