5 ნოემბერს საქართველოს მედიცინის საერთაშორისო სტუდენტთა საზოგადოების (GIMSOC) ორგანიზებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მეანობა-გინეკოლოგიის თემატიკაზე ვორქშოპი გაიმართა.
ღონისძიებას მეან-გინეკოლოგი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მამუკა ნემსაძე და მეან-გინეკოლოგი, კავკასიის საერთაშოეისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ნინო გოგია უძღვებოდნენ.
ვორქშოპის პირველი ნაწილი დაეთმო ისეთ თემებს, როგორებიცაა: ფიზიოლოგიური მშობიარობა, მშობიარობის პერიოდები, მართვა, გართულებები, საკეისრო კვეთა და მისი ტექნიკები, სტატისტიკური მონაცემები და დღევანდელი გამოწვევები საკეისრო კვეთასთან მიმართებაში. ასევე, ვორშოპის ფარგლებში მიმოიხილეს: HPV ინფექციის კავშირი საშვილოსნოს ყელის კიბოსთან, რისკ-ფაქტორები, სიმპტომები, დაავადების სკრინინგი, სტატისტიკური მონაცემები, დაავადების დიაგნოსტირება, მკურნალობის მეთოდები, პრევენცია და ვაქცინაცია.
Workshop-ის მეორე ნაწილში მამუკა ნემსაძემ სტუდენტებს გააცნო სხვადასხვა ნაკერის დადების ტექნიკა, ხოლო ნინო გოგიამ პაპ ტესტის აღების ტექნიკა და საშვილოსშიგა საშუალების ჩადგმა.
ვორქშოპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და სხვადასხვა უნივერსიტეტის მედიცინის სპეციალობის უცხოელი სტუდენტები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება