14 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სამართლის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, თამთა წირქვაძის დისერტაციის დაცვა გაიმართა თემაზე: „აფექტირებული დანაშაულის დიმენსიოლოგიური გააზრება“.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელია აკადემიკოსი, პროფესორი მინდია უგრეხელიძე, ხოლო სამეცნიერო თანახელმძღვანელი, სამართლის დოქტორი, კიოლნის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი პიტერ ვოლკიცკი.
ოფიციალური რეცენზენტები კი სამართლის დოქტორი, პროფესორი, იოსებ ვარძელაშვილი და სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ვლადიმერ მაჭარაშვილი.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თამთა წირქვაძეს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება