29 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო კლუბ „CIU BC კავკასიას“ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ უმასპინძლა და საქართველოს ვიცეჩემპიონობა მიულოცა.
კალათბურთელებსა და გუნდის მთლიან შემადგენლობას აღნიშნული წარმატება მიულოცა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა ვახტანგ წივწივაძემ. მან მადლობა გადაუხადა გუნდს სეზონის მანძილზე თავდაუზოგავი ბრძოლისა და მრავალი გამარჯვებისთვის. მანვე უნივერსიტეტის მხრიდან კიდევ ერთხელ დაუდასტურა კლუბს სრული მხარდაჭერა და სამომავლო ამბიციური გეგმებიც გააცნო.
გუნდს მიღწეული შედეგები მიულოცეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ და უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა.
თავის მხრივ, უნივერსიტეტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბექა წივწივაძემ და კალათბურთელმა ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა.
დასასრულს გუნდის წარმომადგენლებს უნივერსიტეტისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ, ვიცეჩემპიონებისთვის შექმნილ სპეციალურ ბანერზე კი საკალათბურთო კლუბისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სამახსოვრო ავტოგრაფები დატოვეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება