21 და 23 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პერსონალის მართვის სამსახურისა და მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული ტრენინგი: „ღვინის სამომხმარებლო კულტურის მოკლე კურსი“ გაიმართა.
CIU-ს სხვადსხვა სამსახურის/ფაკულტეტების სპეციალისტებისა და კოორდინატორებისთვის გამართულ მასტერკლასზე, მონაწილეები გაეცნენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ღვინის სერვირება; ღვინის დეგუსტაცია; ღვინისა და კერძის შეხამება და ეტიკეტი.
ტრენინგს უძღვებოდა შპს „ეთნო ოკამის“ მთავარი მეღვინე; ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის წევრი; ღვინის კომპანია „შუმის“ სომელიე, საბა ქიტიაშვილი.
ტრენინგის მონაწილეებს მიესალმა და ტრენინგის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანმა, ოლანი გოცირიძემ.
ტრენინგი მიზნად ისახავდა, ერთი მხრივ ღვინის სამომხმარებლო კულტურის გაცნობას, მეორე მხრივ კი, CIU-ს ახალი თანამშრომლების სოციალიზაციასა და კავშირების/კონტაქტების დამყარებას.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება